|
2019-12-05 12:25:29, 711 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ახალგაზრდულ დატათონს გამართავს
7-8 დეკემბერს, „თიბისი“ ორ დღიან ახალგაზრდულ დატათონს გამართავს. უწყებით ცნობით, დატათონზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართება, მონაწილეებს შეეძლებათ იმუშაონ ნამდვილ მონაცემებზე ხუთი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ პრიზები. ასევე, წარმოდგენილი იქნება მონაცემები საბანკო, სადაზღვევო, სახელმწიფო, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებიდან. „დათატონში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა შედგებოდეს 3-5 ადამიანისგან. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები. გუნდების ჩამოყალიბება მოხდება 6 დეკემბერს თიბისის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული) 19:00-ზე. მანამდე კი, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2QQLXit მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს (მაგ: განათლება ან გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, მათემატიკის, სტატისტიკის, პროდუქტის მართვის, UX დიზაინის და სხვა სფეროებში). დატათონში მონაწილეებს ამოცანებს მისცემენ პარტნიორი ორგანიზაციები შესაბამისი ინდუსტრიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ მონაცემებს და დააწესებენ პრიზებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ანალიტიკური გადაწყვეტილებების (მონაცემების გამოყენება, ვიზუალიზება და მოდელირება ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად) აგებისთვის. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 36 საათი მიეცემათ. თითოეულ ინდუსტრიაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1,000 ლარი. სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს წინასწარ დადგენილი ჟიური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)