16:34 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 14:05:48, 666 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი: სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჯარო განხილვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დასკვნითი საჯარო განხილვისადმი მიძღვნილი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს განვითარების ფონდს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული ექსპერტული და ფინანსური დახმარებისთვის.

„სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიების კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი დოკუმენტია. უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა ეტაპობრივად შევუქმნათ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics