2019-12-02 18:37:09, 1199 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ამაღამ კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაიკეტება
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან - მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,