|
2019-12-02 16:46:43, 807 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა რამდენიმე თვეში ე.წ. სამთო ქიმიის ძველ ინფრასტრუქტურას დატოვებს და ახალ ოფისში გადავა. დღეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნოტარიუსთა პალატის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. თეა წულუკიანთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები. ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №60-ში მდებარეობს. მისი რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე აქ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო განთავსებული. შენობა არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თუმცა, ე.წ. გერმანელების უბნის ინტერიერის ნაწილია და აშენებულია XX საუკუნის პირველ ათწლეულში, უფრო ძველი ნაგებობის ადგილას. საბჭოთა პერიოდში მან არაერთი რეკონსტრუქციას გამოიარა, დღესკი, ე.წ. აგურის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. იმისათვის, რომ რეკონსტრუქციის პროცესში არ დარღვეულიყო შენობისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი ინტერიერი, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ნოტარიუსთა პალატის დაკვეთით ჩატარდა სრულფასოვანი წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომლის რეკომენდაციები სრულად იქნა გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების ეტაპებზე. სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც თავისი სადა აგურის წყობით ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია. ახალი ოფისი 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე მოქალაქეების ინტერესებზე, რომლებსაც სხვადასხვა სერვისის მისაღებად ნოტარიუსთა პალატის ოფისში უწევთ მისვლა. პირველ სართულზე ვიზიტორებისათვის საკონსულტაციო ოთახები იქნება, სადაც ისინი კომფორტულ გარემოში შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაციები. გაცილებით კომფორტული გახდება გარემო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისათვის. ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს სავალდებულო სტაჟირების გავლა უწევთ კანონით დადგენილი წესით. მათ მალე სტაჟირების თეორიული ნაწილის თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში გავლა შეეძლებათ. მათსავე განკარგულებაში იქნება საკონფერენციო დარბაზები და მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ისინი იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან. შენობაში სამუზეუმო სივრცეც მოეწყობა, სადაც ქართული ნოტარიატის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია განთავსდება. თანამედროვე შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულია სპეციალური ამწე ლიფტი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები მოხვდებიან პირველ სართულზე, შიდა ლიფტით კი, გადაადგილდებიან შენობის სხვადასხვა სართულზე. მცირემხედველთათვის შენობის შესასვლელში მოეწყობა სპეციალური დაქტილური ბილიკები. ნოტარიუსთა ახალი ადმინისტრაციული ოფისი ფუნქციონირებას 2020 წლის მაისიდან დაიწყებს.
(NS)
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)