2019-12-02 14:28:16, 825 ნახვა
საზოგადოება
ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში, ორ მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მეთევზეები არიან, რომელთა ნავიც თევზაობისას წყლის დინებამ წაიღო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამშველო ოპერაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,