15:33 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 18:11:21, 2961 ნახვა

საზოგადოება
MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა

Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.

განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო?".  240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებ-გვერდის დესკტოპ ვერსია. 

შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც" კი არის შესაძლებელი ნივთის ან მომსახურების პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის" შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგის პროცესს უმარტივებს.  განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც,  რომლითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო „საშენო" გახადა.

მალე, ვებგვერდის  მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი.
Mymarket-ის განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი დაპირებაა: " ყოველთვიურად პერსონალური გამოცდილების შექმნა 2.2 მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!".

ელექტრონული კომერციის პლატფორმა, MYMARKET-ი, რომელსაც  ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics