15:31 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 15:51:28, 1305 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა შს სამინისტროსთან შეშა მიიტანეს და შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს

სამოქალაქო აქტივისტები  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეშით მივიდნენ და შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, შეშა საშიშ ნივთად ითვლება რის გამოც, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი შეშა შსს-ში მიიტანეს, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი განცხადება.

„რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტერიტორიაზე აქტივისტებს შეშას ართმევდნენ, თითქოს საშიში აქტის განხორციელებაში დაჭირდებოდათ ის. ამის გამო, რამდენიმე ადამიანი მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში. ეს არის მარაძმი, რომელშიც სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ, ჩვენ მოვიტანეთ შეშა განცხადებასთან ერთად, რომ ის ნაპოვნია არის რუსთაველის ტერიტორიაზე და ვთხოვთ მათ დაიწყონ გამოძიება, რომ ის არ იყოს გამოყენებული საშიში აქტისთვის, როგორიცაა ადამიანების გათბობა, რომლის უფლებაც ყველას აქვს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს ბოქლომი დაადო, რომელიც უწყების წარმომადგენლებმა მალევე მოხსნეს.

მისი თქმით, აღნიშნული პერფორმანსით სურთ უწყებას აგრძნობინონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული.

„ეს არის პროტესტი იმ უკანონობების გამო, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გახარია იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაწყებული ხორავას ქუჩის ტრაგედიის გაყალბებიდან, დამთავრებული 20 ივნისამდე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.

ამ პერფორმანსით ჩვენ გვინდოდა, უწყებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ რასაც ისინი სჩადიან, არის უკანონობა“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics