15:27 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 12:29:27, 1327 ნახვა

საზოგადოება
„არ აქვს მნიშვნელობა ვის დაიჭერენ, ბრძოლა არ დასრულდება“ - გიგი უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ ძალიას გამოყენებით გაიყვანა, აქციაზე ტაქსით დაბრუნდა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ვინაიდან აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მის მოწოდებებს შეიძლებოდა ვითარების ესკალაცია გამოეწვია და ტერიტორიიდან მისი განრიდება ამ საფუძვლით მოხდა.

„რაღაც ამდაგვარს ველოდი, რამდენიმე დღეა რაციაში გადმოცემენ. ისე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიციელის შუაში აღმოვჩნდი, უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ თქვენ ბრაძნდებით ერთ-ერთი ლიდერი და თქვენ სიტყვას შეიძლება ესკალაცია მოყოლოდა და გაგარიდეთო“, - განაცხადა უგულავამ.

მანვე აღნიშნა, რომ დაკავებების მიუხედევად, ბრძოლა არ დასრულდება.

„არაფრის მაქნისი საქმით არიან დაკავებული. არ აქვს მნიშვნელობა ვის დაიჭერენ, ეს ბრძოლა არ დასრულდება ამით. თუ ჩვენ როგორც საზოგადოებამ ეს გადავყლაპეთ, მაშინ აღარ ვიქნებით როგორც საზოგადოება. ეს ეხება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც და ნებისმიერ სხვას. ვინ მოგვწონს, ვინ არ მოგვწონს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ასეთი საუკუნის მზაკვრობა გავა, გავა ყველაფერი. მაშინ ჩვენ უნდა ჩავაბართო ჩვენი ქვეყანა. ამის საპირწონე ერთადერთი რამეა, ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა. ამიტომ, დაჭერა იქნება, განრიდება იქნება, მარსზე გაფრენა იქნება, აბსოლუტურად არაფერი იქნება. ხომ ნახეთ ივანიშვილი იმუქრება, ამ კაცს თავგანწირვა ცუდი სიტყვა გონია. ამდენი თავდანგწირული ადამიანი უნდა აშინებდეს, ამიტომაც არის დამფრთხალი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა  მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics