15:26 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 15:35:14, 1060 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩა, გამზირი და აღმართი კაპიტალურად შეაკეთა

„თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა".

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა.

„თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2  ფართობის გზის საფარი.

დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, ფალიაშვილის ქუჩა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, ჩიქოვანის ქუჩა და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.

ამჟამად ხორციელდება კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა.

საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 2-წლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 45 294 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულდა სატრანსპორტო კვანძი კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი გელოვანი-სარაჯიშვილის გადაკვეთაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე N83-ის მიმდებარედ არსებული N50 შახტის  გადახურვის  სამუშაოები, სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ წყალსადენი ქსელის, რკინა-ბეტონის გაბიონების და გარშემოსავლელის მოწყობა, მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, ჭიჭინაძისა და თავისუფლების ქუჩაზე სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა.

მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდზე ასასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

20 458 779 ლარი დაიხარჯა 109 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გამაგრებაზე, ხოლო 4 345 000 ლარი ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობაზე.

კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან  14 052 000 ლარი დაიხარჯა, რაც ითვალისწინებდა „მშვიდობის ხიდის“, ასევე, გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობას; ვარდების მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთებას, დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას, მისამართების აღმნიშვნელი აბრების დამზადებას და მონტაჟს; საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს; კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება-გატანის სამუშაოებს და შადრევნების მოვლა-პატრონობას“, - აღნიშნულია მერის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics