15:27 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 12:32:08, 1476 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის ეზოში ნიკა მელიასა და ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, ნიკა მელია ცდილობდა ბექა ოდიშარია გაეჩერებინა და ეკითხა, მხარს უწერდა თუ არა იგი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რასაც მათ შორის დაპისრისპირება მოჰყვა.

„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა  ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... უნამუსო ხარ“, - ასე  მიმართა  ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ პარლამენტის შენობის კვლავ პიკეტირება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics