14:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 20:16:22, 12837 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International - ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს

თბილისში სპეცრაზმის გამოყენებით საპროტესტო აქციების დაშლას საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არასასურველი ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ არაძალისმიერი საშუალებები ეფექტიანი აღარ არის, ხოლო სამართალდამცველებმა ზიანისა და დაზიანებების მინიმუმამდე დაყვანა უნდა სცადონ. იმ მშვიდობიანი შეკრებების დაშლისას, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით უკანონოა, სამართალდამცველებმა უდიდესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ, ხოლო თუ ძალის გამოყენება გარდაუვალია, ის დემონსტრანტების წინააღმდეგობის დონის შესაბამისი უნდა იყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე თქმით, ძალა, რომელიც სავარაუდოდ დაზიანებას გამოიწვევს, მხოლოდ იმ პირთა მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობენ.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის შეკრებები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, თუ ხელისუფლება დაშლის სოციალურ აუცილებლობას დაადასტურებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრაციამ ხანგრძლივი დროით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.

Amnesty International-ი ასევე ეხმაურება ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი: „წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტუალურ ფაქტორებსაც, როგორიცაა ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შესაძლოა მისგან გამოწვეული ზიანი კიდევ უფრო გააღრმავოს“.

ამასთან, ორგნიზაცია საქართველოს ხელისუფლება ახსენებს, რომ ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების თაობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლი სერიოზული საზოგადოებრივი არეულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანებების მიღების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების ალბათობა. მათივე განცხადებით,  წყლის ჭავლის დამიზნება ახლო მანძილიდან დაუშვებელია, რადგანაც მან შესაძლოა, მუდმივად დაბრმავება ან რაიმე მეორადი დაზიანებები გამოიწვიოს.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების 15 დღემდე ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა იმის გამო, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ პოლიციის მითითებებს სახელმწიფო შენობის შესასვლელების გახსნის შესახებ. „ამგვარი ქმედება არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავისუფლების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკა შეკრების თავისუფლების თაობაზე ქართველი ხალხის აღქმას მნიშვნელოვნად შეასუსტებს“, – აღნიშნულია ორგანიზციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics