14:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 13:35:33, 1543 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირება ქართული იუსტიციის სისტემაში გაიარეს

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მიიღო, რომლებმაც  სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით დანაშაულის პრევენციის ცენტრში გაიარეს.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სისტემის მომავალი საჯარო მოხელეები ამჟამად საფრანგეთის არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის ეროვნული სკოლის (ENPJJ) სტუდენტები არიან. კონკურსის შედეგად ისინი რამდენიმე თვეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დირექტორების პოზიციებს დაიკავებენ, თუმცა, მანამდე ისინი ვალდებულნი არიან, სტაჟირება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაიარონ. სწორედ ამიტომ მომავალი ფრანგი საჯარო მოხელეები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში იქნენ სტაჟირებაზე მოვლინებულნი და გამოცდილება მიიღეს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განრიდების პროგრამებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის სახელმწიფომ სტუდენტები სტაჟირებაზე საქართველოს იუსტიციის სისტემაში გამოგზავნა. ამ მიზნით 2019 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის ეროვნულ სკოლასა (ENPJJ) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის.

მომავალმა ფრანგმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირების ფარგლებში სწავლება გაიარეს საქართველოს იუსტიციის სისტემის შიგნით სხვადასხვა სამსახურში.

სტუმრები გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პრაქტიკაში დანერგვისა და მომზადების პროცესს, განრიდების პროგრამებს, აღდგენითი მართლმსაჯულების არსებულ გამოცდილებასა და მიღწევებს, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების სპეციფიკას და სოციალური მუშაკის როლს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემებში. 

სტუმრები იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სააგენტოს სარეაბილიტაციო სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, იუსტიციის ქართული სისტემისთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, რაც საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისგან დაცვის წინაპირობაცაა.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირების ფარგლებში შეხვედრები, ასევე, გამართეს  პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics