14:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 12:23:26, 1638 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ გალაქტიონ ბუაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაქტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას  ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც  ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს.  ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კიო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში  არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვენულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ.  ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს  კომპანიამ და  წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაქტიონ ბუაძე 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics