05:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 13:38:08, 1019 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: კითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ ადრე ჩემი, როგორც შს მინისტრის პასუხისმგებლობა იყო, დღეს - როგორც პრემიერის

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება"  მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, კანონის ფარგლებში, არის სრულიად დაცული. გახსოვთ ყველას, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა, მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ქუჩების, ჩემდეგ პარლამენტის შენობის, პარლამენტი ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევასი პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. მას ჰქონდა უფლება, უკანონო აქციის ბლოკირების. სახელმწიფომ რაც გააკეთა, იყო  აბსოლიტურად კანონის ფარგლებში და შემდეგშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმდებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულიად კანონის ფარგლებში და იგივეს გააკეთებს. გასვლითი სხდომის გარეშე გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლიტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეოობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის დასაშლელად წლის ჭავლი გამოიყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics