05:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 20:14:01, 1382 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ვნახეთ

„ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.

„გასულ კვირას გადაწყვეტილებამ, რომელმაც საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების, ერთი ნაწილის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. სამწუხარო არის ის, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, მე საუბარი მაქვს პარლამენტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე. ეს მოგეხსენებათ სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გუშინ ის დაუკავშირდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და სთხოვა გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი ან გაეგრძელებინათ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში.

 „გუშინ საღამოს, მე დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და მათ ვთხოვე დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი. ასევე შევთავაზე, რომ პარლამენტში გადაგვეტნა დისკუსია, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ყველა საკითხზე, რომელზეც ოპოზიციას აინტერესებს ჩვენი პოზიციები გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics