05:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 15:19:47, 1032 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: აღარ არის იმის დრო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება

„აღარ არის დრო იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოებისი ბლოკირების საშუალება“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და წინააღმდეგობის შემთხვევაში რეაგირება იქნება მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისი.

„ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს არის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რაც პარლამენტმა აუცილებლად უნდა შეძლოს. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და ახლა ეს ვეღარ მოხდება. აღარ არის დრო იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება. შესაბამისად, თუ ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ იმოქმედონ კანონის დაცვით.

რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თუმცა ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, რაც ცალსახად წერია შავით-თეთრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოგების შანსი და მათი მიზანია, პოლიტიკური პროცესების დესტრუქციულ რეჟიმზე გადაყვანა.

„არც ვადამდელი არჩევნებით და არც სხვა სისტემით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოგების შანსი. როდესაც 5000 კაცზე მეტს ვერ უყრი თავს, ასეთ დროს ვერ გექნება არჩევნების მოგების ამბიცია. მნიშვნელოვანია, რა არის შინაარსი აქციის და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ მკაფიო განცხადება. რეალურად საარჩევნო სისტემა იყო საბაბი და ეს იყო ის, რომ პოლიტიკური პროცესები გადაიყვანონ დესტრუქციულ რეჟიმზე. შესაბამისად მოვუწოდებ, რომ მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის და დასჯერდნენ არსებულ საარჩევნო სისტემას“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics