2019-11-18 10:44:48, 1074 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს.
ამ წუთებში, პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების საკითხი კვლავ ძალაში რჩება. ისინი აპირებენ აქციის მონაწილეებთან ერთად დეპუტატები შენობაში არ შეუშვან.
პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა და მოქალქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,