09:19 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 16:21:43, 1416 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: არსად არ ვიშლებით, ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას

„არსად არ ვიშლებით. ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია.“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მისი თქმით, ლოზუნგი "ყველა მინუს ერთი" ნიშნავს საქართველოს და რიგით მოქალაქეებს "ქართული ოცნების" გარეშე.

„ყველა მინუს ერთი არ ნიშნავს ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოებას მინუს „ქართული ოცნება“, ეს ნიშნავს ყველა რიგით მოქალაქეს და საქართველოს მინუს „ქართული ოცნება“

არსად არ ვიშლებით, ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტი პიკეტირებას, იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია. და მორჩა, როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა გვეუბნება ფეხებზე მკიდიართ მოქალაქეებო, ოპოზიციურო პარტიებო, კონსტიტუციით გათვალისწიებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეებს", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ასევე მიმართა პოლიციას, რომ არ გაიმეორონ „გავრილოვის ღამე“.

„პოლიციას მინდა ვუთხრა, ბიჭებო ყველაფერი იცვლება და თქვენ ხალხის სამსახურში ხართ და „გავრილოვის ღამე“ არ გაიმეოროთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics