04:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 22:40:06, 11855 ნახვა

პოლიტიკა
კონსულტაციები დასრულდა - ოპოზიცია არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დროებითი მთავრობის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ეს მოდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად ყველაზე სწრაფი გზაა.

„ოპოზიციის გაერთიანება და გზავნილი არის იმაზე, რომ უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ნებისმიერი გზა, რომელიც აქამდე მიგვიყვანს, არის მისაღები მთელი სპექტრისთვის. თუმცა, როც გვეკითხებიან, სწრაფად როგორ შეიძლება გაკეთდესო, ყველაზე სწრაფი გზა არის 76 ხმით ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არსებობენ, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს იღებს, რამდენ ხმასაც მიიღებს მთელ ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, ამ პარტიებისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მოგვიტანს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, არის მისაღები და გერმანული მოდელი არის ყველაზე სწრაფი გზა ამისთვის. თან კიდევ უფრო შიშვლდება ივანიშვილის უტიფარი სიცრუეა. ხომ დადგა სპექტაკლი, რომ მაჟორიტარები აუჯანყდნენ თურმე და ვერ შეაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ახლა ჭირდება 30-35 ხმა, დანარჩენი ოპოზიციას აქვს და სამ კვირაში შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ, რომ ის ამას იზავს. ეს ყველაფერი მან ჩაშალა იმიტომ, რომ ეშინია პროპორციული არჩევნების, მაგრამ საზოგადოების ამოცანაა, მას დავანახოთ, რომ შეუძლებელია ეს ასე გაუვიდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორიც არასდროს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები - ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით, გერმანული მოდელი გვაძლევს პირდაპირ ამის მექანიზმს და ახლა ვეღარაფერს მოიგონებს ბიძინა ივანიშვილი. საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობა, ტექნიკური მთავრობა. იმიტომ, რომ გახარიას და ივანიშვილს აქვთ ნულოვანი ნდობა, აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს გერმანულ მოდელს. ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics