03:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 16:14:53, 2025 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი, ის მეორე მოსმენაზეც გავა

„რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი ეს ნიშნავს, რომ ის მეორე მოსმენაზე მაინც გადის“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი, სადაც წერია, რომ კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომლის გასწორებაც რეგლამენტის ცვლილებითაა შესაძლებელი.

„ეს კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ისევ დადგება კენჭისყრაზე. ის არ არის ჩავარდნილი, უბრალოდ მან ვერ მოაგროვა 113 ხმა, რადგან კონსტიტუციის ჩანაწერს ორი კვორუმი უწერია. ეს არის 2/3 და 3/4. რაც დღევანდელი მოცემულობით ნიშნავს 113 და 100 ხმას. რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი ეს ნიშნავს, რომ ის მეორე მოსმენაზე მაინც გამოდის, თუმცა შემდეგ ეტაპზე იქმნება წინააღმდეგობრივი ჩანაწერი. კონსტიტუციაში არ წერია, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, თუ 113 ხმას მოაგროვებს კანონპროექტი შემდეგ პრეზიდენტს მაინც გადაეგზავნება თუ არა ხელმოსაწერად,  ამაზე არაფერია ნათქვამი. განსხვავებაა რეგლამენტში. ამიტომ რეგლამენტი დაბალი კანონია, კონსტიტუციას შედარებით მაღალი იერარქია აქვს. შესაბამისად ამ წინააღმდეგობის გასწორება შესაძლებელია რეგლამენტის ცვლილებით“, - ამბობს ეკა ბესელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics