2019-11-15 10:22:09, 1393 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: საკონსტიტუციო ცვილებების ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება
„ამ საკონსტიტუციო ცვილებების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება“,-ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადან კინზინგერი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
მისი თქმით, ყოველივე ეს საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
„ამ საკონსტიტუციო ცვილებების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება და გაანადგურებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია, რათა სრულეყო დამოუკიდებლობა და გამოცალკევებულიყო აგრესიული მეზობლისგან, რუსეთისგან“, - ამბობს ადამ კინზინგერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,