2019-11-14 13:50:00, 1012 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობა დატოვა.
როგორც მან აღნიშნა, მიზეზი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაა.
„იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვტოვებ უმრავლესობას. დღეს იყო მძიმე სხდომა და ვგრძნობ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,