02:38 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:16:47, 1747 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვთ

„მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ არა აქვთ პასუხისმგებლობა, მათ არა აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი დღე მოთმინებით დაელოდებიან უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რათა მათ, ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირების საბაბით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა არ ჩააგდონ:

„ორი დღის განმავლობაში, ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ვითმენთ შეურაცხყოფებს, ვითმენთ აბსოლუტურად მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს და ეს ხდება ერთადერთი მიზეზით, - არ მივცეთ უმრავლესობას, ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით, ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა. ამიტომ მე კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის მიეცეს საბაბი, ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, თითქოს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება ეს. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ქვეყანა დგას ძალიან სერიოული კრიზისის წინაშე, ძალიან სერიოზული განსაცდელის წინაშე და თუ რამე შექმნის არასტაბილურობას ამ ქვეყანაში, შექმნის სწორედ პროპორციული სისტემის ჩაგდება და პასუხისმგებელი ამაზე მთლიანად იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დაველოდები ხვალიდელ დღეს, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ვაჭრობს საკუთარი თავით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში სტაბილურობის და ჩვენი ხალხის წინაშე, ამიტომ არ მინდა მივცე თუნდაც უმცირესი საბაბი იმისათვის, რომ ისარი გადმოიტანონ ოპოზიციისკენ. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არა აქვთ პასუხისმგებლობა, მათ არა აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics