08:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 16:19:53, 1854 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო

„დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი“,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ 30-მა დეპუტატმა არ დაუჭიროს მხარი პროპორციულ სისიტემაზე გადასვლას და ეს საკითხი ჩავარდეს.
„დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ 1 საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ჯამში ჩაგდების წინაპირობას. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი. ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს,“ - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობა, რომელიც ხვალამდე გადაიდო.

ნათია ბერულავა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics