01:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 13:34:59, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭიროს

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭიროს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

„2017 წლის ანგარიშში, საარჩევნო უფლების ჭრილში, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც არჩევნების შედეგების შესაბამის მანდატებში გარდასახვისას არსებული დისპროპორციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, თუმცა 2020 წლის ნაცვლად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებას უარყოფითად აფასებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მმართველი პარტიის მზაობა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების თაობაზე და საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები. გუშინდელ განხილვაზე უმრავლესობის 16-მა წევრმა, რომელთაგან 12 თავადაა მისი ინიციატორი, კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება და შეკითხვები დააფიქსირა,  კენჭისყრა კი დღეისათვის გადაიდო. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში და ხალხის ნებისა და არჩევნების შედეგების პროპორციულად ასახვას შესაბამის მანდატებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics