2019-11-13 12:49:28, 1226 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე მაჟორიტარ დეპუტატებზე: ეს ადამიანები, როგორც პოლიტიკოსები არიან ნოლი, ხელისუფების მხარდაჭერის გარეშე
„ეს ადამიანები, როგორც პოლიტიკოსები არიან ნოლი, ხელისუფების მხარდაჭერის გარეშე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს ქართველ ხალხთან პასუხიმგებლობის აღების ეშინია და ცდილობს ის „აბუნტებულ“ მაჟორიტარებს გადააკისროს.
„ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმის გამო, რომ მას ეშინია პასუხისმგებლობის აღების ქართველ ხალხთან, ცდილობს ეს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში გადააკისროს ე.წ. „აბუნტებულ“ მაჟორიტარებს. მაჟორიტარების ბუნტის, მათი არსიდან გამომდინარე, არ მჯერა. ეს ადამიანები, როგორც პოლიტიკოსები არიან ნოლი, ხელისუფების მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,