08:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 14:32:38, 1462 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი ლურსმანაშვილს: მე შენ მახსოვხარ ჩირგვებში

„მე შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრ კობა ლურსმანაშვილს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე.

ამის საპასუხოდ, ლურსმანაშვილმა გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ ჩირგვებში თავად არის მთელი ცხოვრება.

„ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს -ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ რომ ადამიანი დაფაცურდება და გაიქცევა, არ გრცხვენიათ ?“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მან ასევე, კითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს, შერცხვათ თუ არა მათ  საპატრიარქოსი მაშინ, როდესაც კანონპროექტი აზარტულ თამაშებზე ჩააგდეს და მარიხუანას კულტივაციაზე შემოიტანეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics