08:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 14:17:45, 1415 ნახვა

პოლიტიკა
ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი, ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია - ხმაური პარლამენტში

„ვინ არის ეს "ბუსუსიანი რეზინი", "ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია", "დაასრულეთ ეს ცირკი", - ამ შეძახილების ფონზე განიხილავენ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კანონპროექტის განხილვისას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კანონმდებლებმა ერთმანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართეს, რის გამოც, პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიკროფონები გაუთიშა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სხდომათა დარბაზში ვითარება პერიოდულად იძაბება. მმართელი გუნდის გაღიზიანება "ვეროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და დამოუკიდებელი დეპუტატების მწვავე განცხადებებმა გამოიწვია. ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. კერძოდ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ სცადა ფიზიკური ანგარიშსწორება მოეხდინა უმრავლეოსბის წევრ ირაკლი ბერაიაზე, თუმცა საქმეში მანდატურები ჩაერთვნენ და დეპუტატები გაიყვანეს. ასევე, დაპირისპირება მოხდა კობა ლურსმანაშვილისა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის. ამის გამო, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოსთხოვა. ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძემ 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics