|
2019-11-06 11:22:58, 1964 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა. ნიდერლანდური მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსათვის დღეს, როდესაც ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. „ჩვენი მიზანია საქართველოში №11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დახურვა, რადგან მასში სხვადასხვა რისკისა და განსხვავებული სამომავლო გეგმების მქონე ბავშვები ერთად იხდიან სასჯელს, რაც დაუშვებელია ბევრი მიზეზის გამო. მაგალითისთვის: მიუღებელი მგონია, ერთად იხდიდნენ სასჯელს ბავშვები, ვინც უნივერსიტეტებში სწავლისთვის ემზადება, და ბავშვები, ვისაც კრიმინალური საქმიანობის გაგრძელება სურს. მოცემული ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად ვფიქრობთ რამდენიმე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. საქართველოში ამ იდეაზე მუშაობისას გამოირკვა, რომ დაახლოებით მსგავსი რეფორმის პილოტირებას მსოფლიოში მხოლოდ ნიდერლანდები ახორციელებს უკვე მესამე წელია, ამსტერდამის ერთ-ერთ უბანში. წელს ამ დაწესებულების წარმატება დადებითად შეფასდა და გადაწყდა, რომ მსგავსი დაწესებულება ერთადერთი აღარ იქნება და ქვეყანაში სხვა იდენტური დაწესებულებებიც გაიხსნება. ამსტერდამის ოჯახური ტიპის დაწესებულება იმ პატიმარი ბავშვების მიღებას გულისხმობს (მაქსიმუმ, 8 ბავშვი), ვინც ბრალდებულია, სკოლაში დადის ან მუშაობს. ისინი სკოლაში ან სამსახურში დილით მიდიან და საქმის დასრულებისთანავე დაწესებულებაში დამოუკიდებლად ბრუნდებიან. ვინც რეჟიმს დაარღვევს, დახურული ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში იგზავნება და კარგავს შანსს, პატიმრობისას ოჯახურ პირობებში უფრო თავისუფლად იცხოვროს და განვითარდეს. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაწესებულების სოციალურ მუშაკთან ერთად შინაგანაწესი, ბავშვების დღის გრაფიკი, თანამშრომელთა მომზადებისა და სხვა საკითხები განიხილეს და დაწესებულება დაათვალიერეს, რომელიც ორსართულიან პატარა სახლშია მოწყობილი. ოჯახური ტიპის დაწესებულებაში ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის პრობაციის სამსახურის მუშაობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ამსტერდამის პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებისაგან იმ პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ მოისმინეს, რომელთაც ნიდერლანდებში პრობაციის სისტემა ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ ხდება დაკავებისთანავე, პატიმრობისას და სასჯელის მოხდის შემდეგ ბავშვებთან პრობაციისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით მუშაობა, რა წარმატებები აქვს ამ მხრივ ნიდერლანდებს და როგორ მიიღწევა ეს შედეგები. ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება და ის 7 ნოემბერს დასრულდება.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)