2019-11-05 23:43:39, 2753 ნახვა
პოლიტიკა
ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს სომხეთმა გაუსწრო
„ფრიდომ ჰაუსის" კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით 75 ქულით რეგიონში მეორე ადგილზეა, 76 ქულით საქართველოს სომხეთი უსწრებს.
„ფრიდომ ჰაუსის" კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან