08:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 16:05:25, 2189 ნახვა

პოლიტიკა
„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა გრძელდება.

 კანდიდატს კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა. კერძოდ, დეპუტატის კითხვა ქოჩიაშვილის ოჯახის წევრის მიერ "ქართული ოცნებისთვის" თანხის შეწირვას უკავშირდებოდა. ბოკუჩავა დაინტერესდა იზიარებდა, თუ არა მოსამართლეობის კანდიდატი ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაზეც ქოჩიაშვილმა ირონიული პასუხია გასცა და აღნიშნა, რომ "სიდედრი ოჯახის წევრი არ არის".

გარდა ამისა, ქოჩიაშვილმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე სიდერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა: "ერთ-ერთ პროცესზე მოწმე იკითხებოდა და მან მხარესთან ნათესაური კავშირი არ მითხრა, არ მაქვს ნათესაური კავშირიო და შემდეგ აღმოჩნა, რომ სიდედრი ყოფილა მხარის. როცა მეორე მხარემ ჰკითხა, რატომ დამალეო მან უპასუხა, მოსმართლეები დედას აღარ თვლით ოჯახის წევრად და მე სიდედრი რატომ უნდა ჩავთვალოო," - განაცხადა ქოჩიაშვილმა.

 შეგახსენებთ, პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის რიგით მე-16 კანდიდატის მოსმენა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პარლამენტში კიდევ 3 კანდიდატის მოსმენაა დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics