23:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 16:07:00, 1386 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს დაეხმარება, მაგრამ ამის თავი არ აქვს

„ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ არის უხერხულ მდგომარეობაში, ინტერესთა კონფლიქტში, როცა საუბრობს ამა თუ იმ სასტუმროს ინვესტირებაზე“, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

ხაზარაძე ქვეყანაში კონკურენტუნარიან ინვესტიციებს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მათი მოცულობა 54%-ით შემცირდა.

„მე მივესალმები ნებისმიერ ინვესტიციას, თუ ის არის კონკურენტუნარიან სიტუაციაში განხორციელებული, თუ ის ემსახურება მრავალფეროვანი ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვას, თუ ის ემსახურება უცხოელი რეპუტაციული კაპიტალის შემოდინებას ქვეყანაში და სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა რეალობა სხვანაირია. ბიძინა ივანიშვილი მისი მმართველი პარტიით, რომელიც მეორე პერიოდით მართავს ქვეყანას, პირდაპირი პასუხისმგებელია ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინებით. შედეგად მივიღეთ, რომ 54% საერთაშორისო ინვესტიციის დავარდნილია, სამუშაო ადგილები არ იქმნება და იზრდება უმუშევრობა. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი იხსნის პასუხისმგებლობას მის პირდაპირ ფუნქციაზე, სადაც მან თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო პოლიტიკაში შემოსვლა. იგი არის ძალიან სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტში და ანგრევს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, როცა ამბობს, რომ მე დავეხმარები სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ამის თავი მას არ აქვს. ეს არის ქვეყნის დაკნინების მცდელობა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფოს და ბიუჯეტს არ აქვს ამის თავი, ამიტომ ჩაგაბარეთ ქვეყანა, გადააბარეთ იმას ვისაც აქვს ამის თავი“, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics