23:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 15:17:21, 1393 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მე ვაპირებ ჩემი ქონების 90% ქველმოქმედებას მოვახმარო

 „მე ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების’ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს განაცხადი ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს არ მოსწონთ და ცდილობენ ამ ყველაფრის მიჩქმალვას.

„საქმე იმაშია, მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უშლის ხელს იმაში, რომ მართოს ტურისტული ობიექტები  ხანგრძლივი ვადით და გარანტირებულ წაგებაზე არ წავიდეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ურჩევნია საგრძნობი დანაკარგით დაიბრუნოს ინვესტიციების ნაწილი, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძილვად ჩატოვოს ეს რესურსი.

„მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი, ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება − ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში − 90/10-ზე. სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ − ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან? ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics