23:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 11:38:14, 1165 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ბიუჯეტს ფლანგავს

ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ბიუჯეტს ფლანგავს - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის დონის მონაცემებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს პოპულისტური საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს.

„ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ეწევა ბიუჯეტის ფლანგვას. ამ ბიუჯეტის შემთხვევაში, რომელიც ხელისუფლებამ ახლახანს მიიღო ასეულობით მილიონი უყაირათოდ და არაეფექტიანად იფლანგება. ამ ხარჯების დიდი ნაწილი მიმართულია პოპულიტური საარჩევნო მიზნებისათვის. ფასების ზრდა და ლარის კურსის ვარდნა ვერ შეჩერდება, რადგან რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. ხელისუფლება, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის აკეთებს ყველაფერს და არჩევნების შემდეგ არ აინტერესებს არც ხალხის, არც ქვეყნის და არც ეკონომიკის ბედი არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.

 

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics