14:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 10:36:15, 372 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ პროვოკაციებს არ დავუშვებთ

შეკრების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო თანაბრად იცავს ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციურ უფლებას და ხშირ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებზე  უსაფრთხოების ზომებს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელარი აკონტროლებს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის თანამედროვე დემოკრატიის გამოხატულება.

„ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას ქვეყანაში. მათი უფლებაა, ჩაატარონ აქცია და მათ მიერ დატოვებულ პრობლემებზე ახლა ისაუბრონ. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანაში დამატებით გვყავს 25 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს 150-მდე დაკარგული სოფელი; ბანერები რომლებზეც ვსაუბრობთ და დაკარგული ტერიტორიები არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის „დამსახურება“. ასობით ჩვენი დაღუპული ჯარისკაცი და მოქალაქე და მთელი სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუსებზე არის მათი დამსახურება. ეს არის რეალობა და ამას სჭირდება გაპროტესტება. 500 კაცი იქნება თუ - 50, შეუძლიათ შეიკრიბონ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას და შევუქმნით ჩვენს შვილებს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან სახელმწიფო ამის უფლებას არავის მისცემს.

მთავრობის მეთაურმა პროვოკაცია უწოდა საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკა და ჩვენ უკეთ ვაფასებთ რისკებს. ჩვენთვის თქვენი თავგანწირვა და პატრიოტიზმის გამოხატულება ძალიან ძვირფასია, მაგრამ მეორეს მხრივ გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს. თუ ვინმე კიდევ გაბედავს, როგორც ის ბიბლიოთეკის გამგე, რაიმე პროვოკაციას, პირდაპირ მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის მიხედვით და უმკაცრესად დასაჯოს ასეთი ავანტიურისტები და პროვოკატორები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics