17:55 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 17:08:04, 271 ნახვა

პოლიტიკა
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე არ დააკმაყოფილა ლელო-ძლიერი საქართველოს შუამდგომლობა, რომელიც საკონსულტაციო დასკვნის მიზნით, ამ სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას შეეხებოდა.

პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

"პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან [...] ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია [...] 

ობიექტურად, ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი, უპრეცედენტოა, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით საქმის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციოდ გაგზავნა სრულიად დაუსაბუთებელია [...] ეროვნულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს, რომ თუ შეიძლება მოპასუხედ 5 პარტია ერთად იყოს, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის". - თქვა ნადარაიამ.

ლელოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო საასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა ამ სარჩელზე წარმოედგინა საკონსულტაციო დასკვნა პარტიების აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. სხდომა 23 ოქტომბერსაცაა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics