14:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 18:11:09, 344 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია “STOP RUSSIA“ მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია „STOP RUSSIA” როკ მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას აპროტესტებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი წარწერით - „STOP RUSSIA“, „FUCK PUTIN“, „არა კოლაბორაციონიზმს“, „STOP BIDZINA“.

 „პირველ რიგში აქციის მიზანია რუსეთის ქმედებების მიმართ პროტესტის გამოხატვა და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების რუსული პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოხატვა. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ხელს უწყობს არა მშვიდობის დამყარებას, არამედ კიდევ უფრო დასუსტებას. ახლა რაც ხდება, არაფერია, თუ არა დასუსტება. ხშირად ამბობენ იმას, რომ ვინც აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, იმათ უნდათ ომი, არა, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. უბრალოდ ვამბობთ, რომ ამ გზით მშვიდობას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

აქციაზე დაახლოებით 500 ადამიანი შეკრებილი. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წევრებიც შეუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics