14:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 12:22:15, 461 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. სახმრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელწიფო სიმბოლოების“ შეურაცხყოფის და ვანდალიზმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 2015 წლის 14 ივლისს, ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიტინგი ჩაატარეს და ე.წ. სახმრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამონტაჟებული საზღვრის აღმიშვნელი საინფორმაციო ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი განახორციელეს. აღებული ბანერის ადგილას საქართველოს სახელმწიფო დროშა დადგეს.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სარწყავი არხიდან ბანერი ამოიღო და ძველ ადგილას დაამონტაჟა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშა საერთაშორისო ცერემონიალის, ტრადიციების თანახმად, ჩამოხსნილი იქნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების კომისიის მორიგ შეხვედრაზე ქართულ მხარეს გადაეცემა“, - ნათქვამია ე.წ. სახმრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.  14 ივლისს კი, სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქართულ სახელმწიფოს შუაზე ხლეჩენ და არც ერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს არ შეეგუება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics