07:57 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 15:14:00, 2201 ნახვა

პოლიტიკა
„ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, განიავდით - 2020-ში მოკავშირეები სანატრებელი გაგიხდებათ“ - ინაშვილი მდინარაძეს დაუპისირპირდა

პალრმენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების დროს ერთმანეთს სიტყვიერად ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირების მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსი“ "ქართული ოცნების" პროგნოზით გაღიზიანდა, რომელიც შუალედური არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა.

ინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნება“  არჩევნებზე არა 60%-ს, არამედ 12-15%-ს აიღებს. 

"არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თქვენ მიზანმიმართილად გამოდიხართ და ლაპარაკობთ, მაშინ როდესაც, სინამდვილეში 12-15% გაქვთ. ეტყობა არ დადიხართ არც სოფლებში, არც რაიონებში, რომ იცოდეთ რეალურად რა მხარდაჭერა გაქვთ. ახლა, გამოდიხართ და აცხადებთ, რომ თურმე 60% გიჭერთ მხარს. ემოციურად აცხადებთ, ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და წითელი ხაზები გაქვთ. ჩვენც გვაქვს თქვენთან წითელი ხაზები გავლებული. რეალობას უნდა დაელოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის და ხალხი ვის მისცემთ ხმას. მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით, კოალიცია კი არა, სანატრებელი გაგიხდებათ მოკავშირეები. განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს", - მიმართა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. 

ინაშვილს საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის მიერ არჩევნებზე მმიღებული შედეგების სტატისტიკა გააცნო. 

"2016 წლის 8 ოქტომბერი - "ქართული ოცნება" 48.8%, 2017 წლის 31 ოქტომბერი - 55.81%, გუშინწინ 84% მივიღეთ. ახლა როგორც გინდათ ისე ვილაპარაკოთ, თუ გინდა, რომ მოვისყიდეთ ან დავაშინეთ. ამაზე ხალხი არ საუბრობს, საუბრობთ თქვენ და "ნაციონალური მოძრაობა", - უპასუხა მამუკა მდინარაძემ ინაშვილს. 

ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ მამუკა მდინარაძეს დემაგოგი უწოდა. 

"60%-ს კი არა ბატონო მამუკა, 160%-ს მიიღებთ. და იცით ეს როგორ უნდა გააკეთოთ, გირჩევთ პირველ ხუთეულში, პარტიული სიის, ჩაწერეთ მურუსიძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, კიდევ "მ"-ზე ვინ გყავთ, ხო თქვენ, მდინარაძე", - განაცხადა ადა მარშანიამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics