|
2019-10-24 18:11:23, 1766 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია
24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც მან ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად დასახულ ყველა გეგმას და რეფორმას პირნათლად ასრულებს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. „ეს იქნება ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ სტოლტენბერგთან მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. 5 წლის წინ ერთობლივად გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) საქართველოში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ შეხვედრის დროს შევეხებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალურ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს. „საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ავღანეთში ძალიან ღირსეულად და ძლიერად ვართ წარმოდგენილი. ჩვენი გმირი სამხედროები ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისაცების მხარდამხარ იბრძვიან და წვლილი შეაქვთ გლობალური უსაფრთხოების სფეროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამხედროების მიმართ ერთხმად აღიარებს ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. სწორედ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ასეთი მაღალი სტატუსი აქვს მთელს საერთაშორისო არენაზე, ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)