|
2015-07-17 15:10:29, 407 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: ტასოევზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ
"ტასოევს არ ვიცნობ. მასზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ",-ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ დიმიტრი ტასოევის განცხადებას. ბერუჩაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახერხა დ აოპერატიულად მოკლე დროში, ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ფაქტზე სრულფასოვანი გამოხმაურება მიიღო. „ტასოევს არ ვიცნობ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას, ოპერატიულად მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, მივიღეთ სრულფასოვანი გამოხმაურება ამ ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ფაქტზე. ეს შეფასება იყო როგორც ევროკავშირიდან, ასევე გაერო-დან. ევროკავშირის მხრიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა დაგმო ეს ქმედება. ტასოევზე კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ სურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. "მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, - აღნიშნა ტასოევმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)