|
2015-07-17 13:38:16, 488 ნახვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა. წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 115 ახალგაზრდა გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წარმატებულ აპლიკანტებს ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსდებათ უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯები. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულები, კი მათ მიერ შერჩეულ გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან. გამარჯვებულები ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების გათვალიწინებით შეირჩნენ. ეს პრიორიტეტებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; ბიზნესის ადმინისტრირება; საქართველოს 115 მოქალაქე შვეიცარიის, შვედეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ლიტვის, ჩინეთის, კანადის, იტალიის, ესტონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ. დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317 მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. კონკურსანტებმა, რამდენიმე საკონკურსო ეტაპი გაიარეს. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. ცენტრის მიზანია, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში. განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წელს 77 ახალგაზრდა დააფინანსა, 2015 წელს კი 115 ახალგაზრდაზე გასცემს გრანტს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)