07:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 19:16:59, 1929 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ  კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics