13:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 16:48:52, 356 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: გატეხილი თავით თუ მივალ და ვიტყვი მცემეს, მეც დაზარალებულად მცნობენ

„თუ მე გატეხილი თავით მივალ და ვიტყვი, რომ მცემეს, დაზარალებულად მცნობენ“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა ლიკა კიკიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 
მისივე თქმით, პროკურატურა კიკიანის საქმეს იძიებს და თუ პოლიცილების დანაშაული გამოიკვეთება ისინი აუცილებლად დაისჯებიან. 
„გენინსპექციამ რა ინფორმაციაც მოიძია, დადო . იმის გამო რამო კითხვები გაჩნდა გადაეგზავნა პროკურატურას. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ მოველენებს, როცა ადამიანი მიდის და ვთქვათ, რაიმე  დაზიანება აქვს თავი აქვს გატეხილი ან სილურჯე, ამ შემთხვევაში მიაქვს ექსპერტიზის ცნობა აქედან გამომდინარე პროკურატურა მას დაზარალებულად ცნობს. სად დაზიანდა, როგორ დაზიანდა და რა დონის ზიანი აქვს მიღებული აქედან გამომდინარე მიმდინარეობს გამოძიება, თუ მე ახლა მივალ გატეხილი თავით და ვეტყვი, რომ  მცემეს დაზარალებულად მცნობენ, დანარჩენს კი პროკურატრურა დაადგენს. პოლიციელები დამნაშავეები თუ იქნებიან აუცილებლად დაისჯებიან“,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 
ცნობისთვის, კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 
ინცინდენტი კუს ტბაზე 6 ივლისს მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics