|
2026-10-22 15:11:52, 321 ნახვა
პოლიტიკა
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 22 ოქტომბერს, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სხდომა შუამდგომლობების განხილვით განახლდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, დააყენა რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთა მთავარი არსია, დადგინდეს, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დროებითი საგამოძიებო კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებები“, - თქვა ნიკა გვარამიამ და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადაცემული დოკუმენტების ასლების გადაცემა. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, თქვა, რომ არ იციან, 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარე: „ჩვენი მხარისთვის არის გაურკვეველი, ის საკითხები, რომელზეც ბატონი ნიკა გვარამია საუბრობდა, მიგვემართება თუ არა. ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამ ნაწილში ვართ თუ არა მოპასუხე - ეს არ წერია სარჩელში, არ წერია საოქმო ჩანაწერში“. ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა, ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი. „ჩვენც დაახლოებით ანალოგიიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით, ფაქტობრივად, მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი. საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის, როლი გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“ - ამბობს ბერდია სიჭინავა, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)