2019-10-15 18:38:06, 1753 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობით გადმოინაცვლეს.
აქციის მთავარი მიზანი, "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებაა.
დღევანდელ აქციას მოძრაობა ,,შეცვალეს" და პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს" წევრებიც შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
გიორგი ჩაფიძე
ავტორი: ექსპრესნიუსი,