01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 16:17:12, 559 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა  სსიპ "საქართველოს  იუსტიციის სასწავლო ცენტრმა" არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, ტრენერთა გადამზადების კურსი დაიწყო.

სწავლების მიზანი იმ მიდგომების  პრაქტიკული რეალიზაციაა, რასაც ახალი კანონმდებლობა  კანონთან კონფლიქტში  მყოფ არასრულწლოვანთათვის  ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული  და საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებული "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" თანახმად, არასრულწლოვანთა საქმეები მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებში  სპეციალიზებულმა  მოსამართლეებმა,  პროკურორებმა, გამომძიებლებმა, პოლიციელებმა, ადვოკატებმა და სოციალურმა  მუშაკბმა უნდა აწარმოონ.

 ტრენინგში სხვადასხვა უწყების  40-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, იურიდიული დახმარების  სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის  სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მომდევნო ეტაპზე  თავად გადაამზადებენ თავიანთ კოლეგებს, რომლებიც არასრულწლოვანთა  საქმეებზე იმუშავებენ.

ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან  ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  საერთაშორისო ინსტრუმენტები, ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალადობა ბავშვზე  და მისი გავლენა  ბავშვის განვითარებაზე, დაზარალებული და მოწმე ბავშვის  დაკითხვა/გამოკითხვა, არასრულწოვანთა მართლმსაჯულება (საკანონმდებლო ცვლილებები) და სხვა.

ტრენინგს უძღვებიან  იუსტიციის მინისტრის  პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, უცხოელი და ქართველი ექსპერტები: ევროკავშირის პროექტის-"სისხლის სასამრთლის სისტემის  რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში"-და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

"სულ რამდენიმე ხნის წინ საქართველომ მიიღო თვისობრივად ახალი კანონმდებლობა არასრულწოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.მაგრამ ერთია, მიიღო ის კანომდებლობა, მეორეა, რომ დანერგო და აამოქმედო რეალურად. ეს კანონმდებლობა იმდენ სიახლეს შეიცავს, რომ მას ნამდვილად სჭირდება სპეციალური მომზადება სხვადასხვა პროფესიონალების. დღეს იწყება დიდი ციკლი ტრენინგების, რომლებიც წლის ბოლომდე გასტანს. ტრენინგის მონაწილეები არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის თანამშრომლები, ადვოკატები, პრობაციის ოფიცრები და ა.შ. ისინი გაივლიან მომზადებას საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებში, ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ეროვნულ სამართლებრივ ასპექტებში, გაიგებენ რეალურად, რა სიახლეებია შემოღებული. აქედან გამომდინარე, ეს არის დიდი პროცესის დასაწყისი",-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  ახალი კოდექსი სპეციალიზებული,  ევროპული სტანდარტებისა  და გაერო-ს  ბავშვთა უფლებების  დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში  მოყვანილი მართლმსაჯულების  სისტემის შექმნას  ითვალისწინებს და ერთ საკანონმდებლო  აქტში აერთიანებს  არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და  სხვა საკითების მარეგულირებელ  ნორმებს. აწესებს არასრულწლოვანთა  უფლებების  დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. მისი მთავარი  საკანონმდებლო სიახლე  18 წლამდე  ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების  სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა.

ტრენერთა გადამზადების კურსი ორ ეტაპად ტარდება. ტრენინგების პირველი ნაწილი 16-23 ივლისს გაიმართება. კურსი ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics