|
2019-10-09 11:23:36, 2623 ნახვა
პოლიტიკა
შალვა თადუმაძე საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც დეპუტატებს თადუმაძის მიმართ კითხვები აქვთ, მისი დიპლომია. სხდომის დასაწყისში დიპლომთან დაკავშირებით განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. ამის შემდეგ საკითხით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა. თადუმაძემ დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ, შემდეგი განმარტება გააკეთა: „სკოლა დავამთავრე 1994 წელს. 1994 წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომელიც მოთხოვნილი იყო. ეს ინსტიტუტი რომ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, მას ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა და მე რამდენადაც ვიცი, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის განათლების სამინისტროდან, რომ ეს ინსტიტუტი ამ პერიოდში უფლებამოსილი იყო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოეშვა სამართალმცოდნის კვალიფიკაციით. 1997 წელს, მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლო, ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 1998 წელს, გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი. არსებობს განათლების შესახებ კანონი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ამის შესაძლებლობას და არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ. ეს ბრძანება არის ნორმატიული აქტი, დღესაც მოქმედებს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები არის. ამ ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა, როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ის დაახლოებით ისეთივე წესით არის, როგორც ვთქვათ დღგ-ს ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ნომრებით შესაბამისი დაცვითი სისტემებით და მკაცრი წესებით, რა უნდა ეწეროს დიპლომში. აუცილებელი მოთხოვნა მაშინ და დღესაც იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი 98 წლის კონკრეტული რიცხვი და მეორე - აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 98 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5-წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს ბუნებრივია, წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 4-წლიანი, ერთის მხრივ მე მექნებოდა პრობლემა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)