|
2019-10-07 08:34:59, 1124 ნახვა
პოლიტიკა
მერმა „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და სტუმრად მყოფ დელეგაციებს უმასპინძლა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც ასევე, საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ. კახა კალაძემ სტუმრებს "თბილისობა" მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მეგობრებისა და პარტნიორების ძალისხმევით, თბილისი უფრო განვითარებული და მიმზდველი გახდება. "მინდა, მოგილოცოთ "თბილისობის" დღესასწაული. ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი უნიკალური კულტურით, სტუმართმოყვარეობით და ორიგინალობით მის სიყვარულში გვაჯიბრებს როგორც მასპინძლებს, ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია და სწორედ თქვენი, თბილისის მეგობრების ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, ის გავხადოთ კიდევ უფრო განვითარებული და უფრო მიმზდველი ყველასთვის. დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების და პარტნიორობის იუბილეებს, რომელიც წლევანდელ თბილისობასთან ერთად აღინიშნა. "არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს - ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლისთავს და ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილეს. ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი იუბილე, რადგან ამ სამი ქალაქის მეგობრობა და ურთიერთობა ერთად ჩამოყალიბდა. ამიტომაც უწოდებენ ამ მეგობრობას ,,დაძმობილების სამკუთხედს’’. ის ღირსშესანიშნავი პროექტები, რომელიც ამ ქალაქებს შორის განხორციელდა ერთობლივად მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევანის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები. დღევანდელი ღონისძიების პარალელურად, ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის 5 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)