|
2019-10-04 17:13:48, 3452 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს
„არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენები არჩევნებამდე აღადგინოს და ამით ხელი წაუკრას ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის უმთავრესი ინტერესია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას შეფასებით, საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გახდება. „არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენების აღდგენა არჩევნებამდე მოახდინოს, რათა ბიძინა ივანიშვილს ხელი წაუკრას, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა არის პუტინის უმთავრესი ინტერესი, რადგან იცის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვერ განვითარდება და სტაბილური ვერ იქნება, რის გამოც ქვეყანა იძულებული იქნება, რუსეთის ორბიტაზე იტრიალოს. დიმიტრი პესკოვის განცხადება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტს ელოდებიან, როცა ივანიშვილს დასჭირდება, მოსახლეობის თვალში ეს პლიუსი ჩაიწეროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)